წვდომის მენიუ

„ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაია” -სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის N746/7 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 764 / 19

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 19 დეკემბერს მიღბულ იქნა გადაწყვეტილება N746/7 „ინდ.მეწარმე „თინათინ ფანცულაია“-სთვის ნუმერაციის რესურის მინიჭების შესახებ“. აღნიშნულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იქნა გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების წესი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის აუცილებელ რეკვიზიტს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს დამატება „ინდ.მეწარმე „თინათინ ფანცულაია“-სთვის ნუმერაციის რესურის მინიჭების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის N746/7 გადაწყვეტილებაში და განისაზღვროს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.„ინდ.მეწარმე „თინათინ ფანცულაია“-სთვის ნუმერაციის რესურის მინიჭების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის N746/7 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის  თავმჯდომარე                 გ.არველაძე

კომისიის წევრები:                            ს.ბრიტანჩუკი

                                                                 ზ.ნონიკაშვილი

                                                                 გ.ფრუიძე

                                                            კ.კვიტაიშვილი                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები