საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 15 თებერვალს დანიშნული სხდომების გადატანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 19, 2008
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს მ/წლის 15 თებერვლის კომისიის № 03 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული მე-2 საკითხის („რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე) განხილვა მ/წლის 19 თებერვლის 16:00 საათზე;
2. გადატანილ იქნეს მ/წლის 15 თებერვლის კომისიის № 04 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხის (ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შესახებ) განხილვა მ/წლის 22 თებერვლის 16:00 საათზე;
3. გადატანილ იქნეს მ/წლის 15 თებერვლის კომისიის № 08 სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული მე-2 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ), მე-3 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის №581/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), მე-4 (შპს ”თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრითვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ), მე-5 (შპს ”დილის პროდუქტებისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ), მე-6 (შპს ”შევარდენი ჯგუფისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ) და მე-7 (შპს ”ბრავოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ) საკითხების განხილვა მ/წლის 19 თებერვლის 16:00 საათზე, ხოლო მე-2 (სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”გლობალ ერთს” შორის დავის განხილვის შესახებ) და მე-3 (შპს ”ინფოტელის” გაფრთხილების თაობაზე) საკითხების განხილვა მ/წლის 22 თებერვლის 16:00 საათზე;
4. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 19 თებერვლის N 08 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
5. უზრუნველყოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე კომისიის ზემოაღნიშნული სხდომების დღის წესრიგების პროექტების გამოქვეყნება (თან ერთვის);
6. ეცნობოს დაინტერესებულ კომპანიებს (გ. გოგიაშვილი, გ. ხოჯევანიშვილი, გ. კვალიაშვილი და კ. ყურაშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
