საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 19, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს დამატება და ცვლილებები:
ა) № 2 დანართს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”11. პრეს-მდივანი - 1”;
ბ) № 2 დანართის მე-11 პუნქტის 11.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”11.1. პრეს-მდივანი - 1 - 15 – 15”;
გ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 93-ით;
დ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 775.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.400.00-ით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
