წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის N 581/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 79 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 19, 2008

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”აფს გრაუნდ ჰენდლინგმა”  კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7, 21.01.08) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში  მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2007 წლის 12 ოქტომბრის N 581/13  კომისიის გადაწყვეტილებით შპს ”აფს გრაუნდ ჰენდლინგს”  ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიენიჭა 408.975 მჰც სიხშირე.  მინიჭებული სიხშირე  არ შეესაბამებოდა შპს ”აფს გრაუნდ ჰენდლინგის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს ”აფს გრაუნდ ჰენდლინგმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის  N 581/13    გადაწყვეტილებაში და  მისი  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს შპს ” აფს გრაუნდ ჰენდლინგს”  445.900 მჰც  სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;”;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები