წვდომის მენიუ

შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 80 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 19, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 03 ივლისის N 06/4-398 დადგენილებით; ს.კ № 203842752) კომისიას მიმართა განცხადებით (№52; 17.01.08) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს”  420.975 მჰც, 421.025 მჰც, 426.225 მჰც და 426.325 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                               გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები