წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ” კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ახტელსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 85 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2008 წლის 22 იანვარს დაზუსტებული განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა”  შპს ახტელთან” და შპს ”ახალ ქსელებთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

შპს ”კავკასუს ონლაინმა”   ზემოაღნიშნული მოთხოვნა ასევე დააყენა კომისიის 2008 წლის 25 იანვრის  სხდომაზე, სადაც განიხილებოდა დავა შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ შპს ახტელისა” და შპს ”ახალი ქსელებისაგან” ნაქირავები სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობაზე. კომისიამ გადაწყვიტა აღნიშნული საკითხის ცალკე წარმოებად გამოყოფა, შპს ”კავკასუს ონლაინის”  მიერ  ახალი მოთხოვნის წამოყენების გამო.

      დავის საგანი: სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების, მათ შორის მეხამრიდის, კროსის ჩარჩოს და სხვა არსებითი ფუნქციონალური რესურსის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების ხარჯების გათვალისწინება ფართოზოლოვან ფუნქციონალურ რესურსთან დაშვების ტარიფში.

განმცხადებელ კომპანიას მიჩნია, რომ დაშვების ტარიფი მოიცავს სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების, მათ შორის მეხამრიდის, კროსის ჩარჩოს და სხვა არსებითი ფუნქციონალური რესურსის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების ხარჯებსაც და ის გათვალისწინებული უნდა იქნას ფართოზოლოვან ფუნქციონალურ რესურსთან დაშვების ტარიფში, რასაც არ ეთანხმებიან  შპს ”ახტელი” და შპს ”ახალი ქსელები”. ისინი აღნიშნულისათვის შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” ითხოვენ დაშვების ტარიფის გარდა დამატებით გადასახადს.

მოთხოვნები:  

დაევალოს მოპასუხე კომპანიებს სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების, მათ შორის მეხამრიდის, კროსის ჩარჩოს და სხვა არსებითი ფუნქციონალური რესურსის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების ხარჯების გათვალისწინება ფართოზოლოვან ფუნქციონალურ რესურსთან დაშვების ტარიფში.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 22 თებერვალს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო შპს ”ახტელისა” და შპს ”ახალი ქსელების” მხრიდან ნ.ჟღენტი.

შპს  ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ”ახტელისა” და შპს ”ახალ ქსელების” მიერ არასწორად ხდება  მათთვის დაშვების ტექნიკური საშუალებების ხარჯების, კერძოდ მეხამრიდისა და კროსის ჩართვისათვის თანხის დარიცხვა და ისინი გათვალისწინებულ უნდა იქნას ფართოზოლოვან ფუნქციონალურ რესურსთან დაშვების ტარიფში.

შპს ”ახტელისა” და შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი არ ეთანხმება განმცხადებლის პოზიციას  და აღნიშნავ, რომ სადავო კროსის ჩარჩო და მეხამრიდი არ წარმოადგენს მათი ქსელის შემადგენელ ნაწილს, ვინაიდან საუბარია შპს ”კავკასუს ონლაინის” კუთვნილ ჩარჩოსა და მეხამრიდზე,  რომლიდანაც კროსირების მავთული იჭიმება შპს ”ახტელისა” და შპს ”ახალ ქსელების” ჩარჩოსთან შპს ”კავკასუს ონლაინის” ჩარჩოდან. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ შპს ”ახტელი” და შპს ”ახალი ქსელები” ამ შემთხვევაში არ არის ვალდებული დაშვებისათვის არსებითი ფუნქციონალური რესურსის ტექნიკური საშუალებების უფასო უზრუნველყოფაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   დაინიშნოს ერთი მხრივ, შპს ”ახტელსა” და შპს ”ახალ ქსელებს”  და მეორე მხრივ, შპს  ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის  განხილვა 2008 წლის 7 მარტს 16:00 საათზე;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგისა (მ. გოთოშია) და სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის (გ. ბუთბაია) დეპარტამენტებს ურთიერთჩართვის სადავო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა ხუთი დღის ვადაში.

3. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის   თავმჯდომარე                                 გ. არველაძე

წევრები:                                                        კ.კვიტაიშვილი 

                                                                  ზ. ნონიკაშვილი

                                                                    გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები