წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 87 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N 10 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 10 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2  (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა);

ბ)№ 499 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N 10 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე           

                 კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი                        

                 კომისიის წევრი                                                          გ. ფრუიძე

                კომისიის წევრი                                                          კ. კვიტაიშვილი            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები