შპს ”სპეცსერვისი 008” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სპეცსერვისი 008”-მ (13.02.2008 №7/55-08) ნუმერაციის რესურს 008-ით სარგებლობით უფლების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სპეცსერვის 008”-ს კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №106/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 008 (ნული-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2008 წლის - 23 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სპეცსერვისი 008”, ნუმერაციის რესურსი - 008 (ნული-ნული-რვა) მეშვეობით ახორციელებს შემდეგი სახის მომსახურებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას: საინფორმაციო, სადისპეჩერო, საკონსულტაციო, ასევე სხვადასხვა სახის სატელეფონო მარკეტინგი და სარეკლამო მომსახურება.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქიდან, რომ ნუმერაციის რესურსის მინიჭების ვადის გაგრძელება არ არის გათვალისწინებული ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით, ამავე დროს, შპს ”სპეცსერვისი 008”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, განმეორებით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს ნუმერაციის რესურსი 008.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს ნუმერაციის რესურსი - 008 (ნული-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის - 22 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს ”სპეცსერვისი 008” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”სპეცსერვისი 008” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”სპეცსერვისი 008”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი)
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
