წვდომის მენიუ

შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფი” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 94 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფმა” (18.02.2008 №7/59-08) სამნიშნა ნუმერაციის რესურს 001-ით სარგებლობასთან დაკავშირებით.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფს” კომისიის 2007 წლის 16 თებერვლის №91/22 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი - 001 (ნული-ნული-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008 წლის - 16 თებერვლამდე. აღნიშნული რესურსის გამოყენებით კომპანიას ორგანიზებული აქვს ე.წ. ”ცხელი ხაზი”, რაც განკუთვნილია მომხმარებელთა ინფორმირებისთვის.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, ”არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.”

გამომდინარე იქიდან, რომ ”შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფს” ნუმერაციის რესურსი 001.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფს” ნუმერაციის რესურსი - 001 (ნული-ნული-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2009 წლის - 22 თებერვლამდე საქართველოს ტერიტორიაზე;

2. შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები:                                                               

ზ.ნონიკაშვილი

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები