სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2008
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 14 დეკემბერს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (№8-14/94,04.02.08) საქართველოს ტერიტორიაზე, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 06.03.2006; რეგისტრაციის №70/1), ფლობს საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელებსა და საშუალებებს და შესაბამისად მომსახურეობას უწევს აბონენტებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 33 537,36 (ოცდაცათმეტი ათას ხუთას ოცდაჩვიდმეტი) ლარს და ოცდათექვსმეტ თეთრს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით, შიდატექნოლოგიური დანიშნულებით,10 წლის ვადით - 2018 წლის 15 თებერვლამდეს, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 33 537,36 (ოცდაცათმეტი ათას ხუთას ოცდაჩვიდმეტი) ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი;
3. უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 33 537,36 (ოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდაჩვიდმეტი ლარის და ოცდათექვსმეტი თეთრის) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 3000773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. აღირიცხოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
