წვდომის მენიუ

სს ”ტელენეტისთვის ” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 96 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 29 იანვარს სს ”ტელენეტმა”  კომისიას მიმართა განცხადებით (№1/637), წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, შიდა ტექნოლოგიური დანიშნულებით,  ქ.თბილისსა და ქ.რუსთავს შორის მონაკვეთზე რადიოსარელეო ხაზის მოწყობის და რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით. 

       კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ტელენეტი” ფლობს 5250მჰც ÷ 5350მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F6 ლიცენზიას და წარმოადგენს  ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.02.2006; რეგისტრაციის №52/1) შემდეგ მომსახურებაზე: ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება, საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება, საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება, ინტერნეტით მომსახურება;

    კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება       „რადიოსიხშირული   სპექტრით     ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.

  აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”ტელენეტს” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც     შეადგენს    5438,4     (ხუთი  ათას ოთხას  ოცდათვრამეტ)  ლარს  და ორმოც თეთრს;

        კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად,  ქ.თბილისსა და ქ.რუსთავს შორის მონაკვეთზე,  რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს სს ”ტელენეტს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ.თბილისსა და ქ.რუსთავს შორის მონაკვეთზე,  რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით - შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2018  წლის  22  თებერვლამდე, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  სს ”ტელენეტს”  სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა  5438,4     (ხუთი  ათას ოთხას  ოცდათვრამეტი)  ლარი  და ორმოცი თეთრი;

3.   უზრუნველყოს სს ” ტელენეტმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის  5438,4 (ხუთი  ათას ოთხას  ოცდათვრამეტი  ლარის  და ორმოცი თეთრის) გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი - 220101222;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 3000773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს ”ტელენეტის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5.   აღირიცხოს სს ”ტელენეტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე)  სს ”ტელენეტის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”ტელენეტისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                              გ.არველაძე                                                          

კომისიის     წევრი                                                                         გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                         ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                         კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები