წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 03 სხდომის, № 1 მოსამზადებელი სხდომისა და ზეპირი მოსმენის № 1 სხდომის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 02 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2009

მიღების თარიღი იანვარი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2009 წლის 13 იანვრისათვის დანიშნული კომისიის სხდომები, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად კომისიის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, არ გამართულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად       

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №03 სხდომა და №01 მოსამზადებელი სხდომა 2009 წლის 27 იანვარს, 16:00 საათზე, ხოლო ზეპირი მოსმენის №01 სხდომა 2009 წლის 30 იანვარს, 16:00 საათზე;

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი               ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                          ზ. ნონიკაშვილი    

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                          კ. კვიტაიშვილი                                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები