ი/მ ”ვასილ ბარბაქაძისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2009
მიღების თარიღი იანვარი 27, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”ვასილ ბარბაქაძემ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №104949905) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/477-08; 03.12.08) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სატელიტური ანტენების მონტაჟისთვის) სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ ”ვასილ ბარბაქაძეს” ერთი წლის ვადით 440.775 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს ი/მ ”ვასილ ბარბაქაძისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”ვასილ ბარბაქაძისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ”ვასილ ბარბაქაძისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
