შპს „საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2009
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციისთვის“ მოკლეტელღოვან დიაპაზონში შერჩეული სიხშირეები გათვალისწინებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიული შიდასაწარმოო კავშირით უზრუნველყოფისთვის, 2K70J3E რეჟიმში სამუშაოდ. სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „საქაერონავიგაციას“ სიხშირეები: 3045კჰც და 3075კჰც; 3940კჰც და 3920კჰც; 4715კჰც და 4745კჰც; 5690კჰც და 5710კჰც; საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიული შიდასაწარმოო კავშირის უზრუნველყოფისთვის, 2K70J3E რეჟიმში სამუშაოდ, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;
1. აღირიცხოს შპს „საქაერონავიგაციისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქაერონავიგაციისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქაერონავიგაციისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
