წვდომის მენიუ

შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 101 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს ”ტელეკომპანია პირველმა სტერეომ” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/49-09,1102.09)  უძრავი და მოძრავი ობიექტებიდან სტუდიებამდე მაღალი გარჩევითობის მქონე სარეპორტაჟო ტელესიგნალების მიწოდებისთვის, 240მჰც ÷ 300მჰც დიაპაზონში 28 მჰც სიგანის სიხშირული ზოლის მინიჭების მოთხოვნით.

    კომისია აღნიშნავს, რომ      შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეო” სატელევიზიო მაუწყებლობას ახორციელებს   №B20 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 03.10.2013) პირობების შესაბამისად, 11 სატელევიზიო გადამცემის მეშვეობით, საქართველოს სხვადასხვა   ქალაქებში.

     საქართველოს  ტერიტორიაზე უძრავი და მოძრავი ობიექტებიდან სტუდიებამდე მაღალი გარჩევითობის მქონე სარეპორტაჟო ტელესიგნალების მისაწოდებლად, შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის“ 230მჰც÷300მჰც დიაპაზონში შერჩეულ იქნა სიხშირე  259მჰც±14მჰც, ზოლის სიგანით 28მჰც.

     სიხშირე განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი და მოძრავი ობიექტებიდან სტუდიებამდე მაღალი გარჩევითობის მქონე სარეპორტაჟო ტელესიგნალების მიწოდებისთვის და გამოყენებული უნდა იქნას  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით. 

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ტელეკომპანია პირველ სტერეოს” სიხშირე 259მჰც±14მჰც, საქართველოს  ტერიტორიაზე უძრავი და მოძრავი ობიექტებიდან სტუდიებამდე მაღალი გარჩევითობის მქონე სარეპორტაჟო ტელესიგნალების მიწოდებისთვის რაც გამოყენებულ უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,     №B20  ლიცენზიის  მოქმედების  ვადით (03.10.2013); 

2.  აღირიცხოს შპს  ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” მინიჭებული   სიხშირე კომისიის  შესაბამის  უწყებრივ რეესტრში(რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

 4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;   

 5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის”    ჩაბარებისთანავე.                                                      

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                    ს.ბრიტანჩუკი                                                                                                           

კომისიის    წევრის                        

მოვალეობის შემსრულებელი                                                                   ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრის                              

მოვალეობის შემსრულებელი                                                                   კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები