საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009
მიღების თარიღი მარტი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2009 წლის 06 მარტის N 12 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. 2009 წლის 06 მარტის N 12 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ახტელის” განცხადებების განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპრტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი).
2. 2009 წლის 06 მარტის N 12 კომისიის სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
