წვდომის მენიუ

შპს ”საბატელის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში შეტანის შესახებ

ნომერი: 115 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009

მიღების თარიღი მარტი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ხოლო ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს  ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების (ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; იურიდიული პირისათვის – სა­ფირ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივი ფორ­მა, ად­გილ­სამ­ყო­ფელი (იუ­რი­დი­ული მი­სა­მართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაზე უფ­ლე­ბამო­სი­ლი პი­რის სა­ხელი და გვარი;) შეცვლის შემთხვევაში, კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საბატელმა” კომისიას მიმართა განცხადებით და წარმოუდგინა ამონაწერი პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის  რეესტრიდან და 2009 წლის 11 თებერვლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელთა შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილებები შპს „საბატელის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ შეიცვალა კომპანიის  დამფუძნებელი და დირექტორი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საბატელს” კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია 2006 წლის 27 თებერვალს ადგილობრივ, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებებზე, ასევე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N12 ლიცენზიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში და შპს „საბატელის“ დირექტორად ნაცვლად გრიგორ ვართანიანისა განისაზღვროს მაია სიხარულიძე;

2. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში და შპს ”საბატელის” შემადგენლობაში 56% წილის მესაკუთრედ განისაზღვროს შპს ”C.T.S”.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                               ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                 ზ. ნონიკაშვილი               

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები