წვდომის მენიუ

შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ”ოდიშის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში შეტანის შესახებ

ნომერი: 116 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009

მიღების თარიღი მარტი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს კომისიას ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელმა ტელერადიოკომპანიამ ”ოდიში” კომისიას მიმართა განცხადებით და წარმოუდგინა 2008 წლის 09 სექტემბრის პარტნიორთა კრების ოქმის დამოწმებული ასლი და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 12 სექტემბრის N1227 ბრძანების დამოწმებული ასლი, რომელთა შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება შპს დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია ”ოდიშში”   სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ შეიცვალა კომპანიის დირექტორი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ”ოდიში”  არის სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი და ფლობს კომისიის მიერ გაცემულ შემდეგ ლიცენზიებს:N B60 და N B92.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში და შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ”ოდიშის” დირექტორად  გოჩა მინჯორაიას ნაცვლად განისაზღვროს  დავით გრიგოლია;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                               ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                 ზ. ნონიკაშვილ

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები