შპს “პატრიოტისთვის” სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 27 ივნისის № 368/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2009
მიღების თარიღი მარტი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “პატრიოტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №239885497) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/52-09; 17.02.09) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში 423.800 მჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის 27 ივნისის №368/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნას შპს „პატრიოტისთვის” ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 423.800 მჰც სიხშირის მინიჭება, ხოლო კომისიის 2008 წლის 27 ივნისის № 368/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პატრიოტისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
