წვდომის მენიუ

შპს “კონტაქტი-2006”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 14 ნოემბრის № 679/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 118 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009

მიღების თარიღი მარტი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ  შპს „კონტაქტი-2006”-მა (რეგისტრირებული  ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ  2006 წლის 17 ივლისს; საიდენტიფიკაციო ნომერი N 215135404)  კომისიას მიმართა განცხადებით (№7/65-09; 26.02.09)  ქ. ფოთში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  150.050 მჰც და 155.550 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის  14 ნოემბრის  № 679/13  გადაწყვეტილებით.

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნას შპს  „კონტაქტი-2006”-სთვის   ქ. ფოთში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150.050 მჰც და 155.550 მჰც  სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2008  წლის  14 ნოემბრის  №679/13    გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს  „კონტაქტი-2006”-სთვის   ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრის                                                                              

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები