წვდომის მენიუ

სსიპ ”საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 120 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009

მიღების თარიღი მარტი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სსიპ ”საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისთვის” (ს.კ. № 205162802) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 3/04-09; 12.02.09)  ქ. ახალციხეში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სსიპ  ”საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას”ერთი წლის ვადით 152.250 მჰც და 157.850 მჰც სიხშირეები ქ. ახალციხეში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სსიპ  ”საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისთვის”მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ  ”საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ  ”საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრის                                                                              

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები