წვდომის მენიუ

შპს ”ფაქტორ ელექტრონიქსისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 122 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009

მიღების თარიღი მარტი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ფაქტორ ელექტრონიქსმა”  (რეგისტრირებული მსხვილ ფადამხდელთა  ინსპექციის მიერ; ს.კ. № 205045333) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/50-09; 13.02.09)  ქ. თბილისში (კომერციული საქმიანობისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”ფაქტორ ელექტრონიქს”  ერთი წლის ვადით 410.850  მჰც და 415.950 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ფაქტორ ელექტრონიქსისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ფაქტორ ელექტრონიქსისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ფაქტორ ელექტრონიქსისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრის                                                                              

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები