შპს ”ხვამლი XXI” სექურითი სერვისისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2009
მიღების თარიღი მარტი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ხვამლი XXI” სექურითი სერვისისმა (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 212910046) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/45-09; 09.02.09) ქ.ხონში (დაცვითი საქმიანობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ხვამლი XXI” სექურითი სერვისს ერთი წლის ვადით 152.325 მჰც და 157.675 მჰც სიხშირეები ქ. ხონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს ”ხვამლი XXI” სექურითი სერვისისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ხვამლი XXI” სექურითი სერვისისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ხვამლი XXI” სექურითი სერვისისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
