წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 129 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009

მიღების თარიღი მარტი 06, 2009

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად,  

გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-3 პუნქტის 3.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

         ”3.3. წამყვანი სპეციალისტი - 4 – 15 – 60”;

ბ) № 2 დანართის მე-3 პუნქტის 3.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

         ”3.4. წამყვანი სპეციალისტი - 3 – 10 – 30”;

გ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

         ”8.6. რადიომონიტორინგის მართვის ცენტრის ინჟინერი - 2 – 1,174.00 – 2,348.00”;

დ) № 2 დანართის მე-10 პუნქტის 10.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

         ”10.6. მექანიკოსი - 1 – 737.00 – 737.00”;

ე) № 2 დანართის მე-7 პუნქტს დაემატოს 7.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

         ”7.3. სპეციალისტი - 1 – 10 – 10”;

ვ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 99-ით;

ზ) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს 16,840.40-თ, ხოლო ხელფასის საერთო ჯამი - 31.514.40-ით.

თ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 795.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.450.00-ით.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).                 

 კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                       ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                      ზ. ნონიკაშვილი    

    კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                      კ. კვიტაიშვილი                                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები