საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების და ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრებში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2009
მიღების თარიღი იანვარი 27, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ხოლო ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების (ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;) შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია“-მ კომისიას განცხადებით მომართა და წარმოუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ბრძანება N319-რ; 24.11.2008, რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, შეიცვალა კომპანიის სახელწოდება და ეწოდა სს „გაერთიანებული ტელეკომი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოადგენილი განცხადებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ბრძანების N319-რ 24.11.2008 საფუძველზე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრებში და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები და ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან, შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრებში, შეეცვალოს სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ სახელწოდება და ნაცვლად სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” ჩაიწეროს სს „გაერთიანებული ტელეკომი“;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტრს (ნ. ლორთქიფანიძე,
მ. ქადეიშვილი) სს „გაერთიანებული ტელეკომი“-სთვის ახალი სალიცენზიო მოწმობებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი სალიცენზიო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის დავაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
