წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 130 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2009

მიღების თარიღი მარტი 13, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2009 წლის 13 მარტის N 14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. 2009 წლის 13 მარტის N 14 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს ”ფაივ ლაინს პროდაქშენის” № B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი. მახარაძე);

ბ) შპს ”ტელეკომპანია მზის” № B15 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 03 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი. მახარაძე);

გ) შპს ტელეკომპანია “მეცხრე არხის” № B80 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ვ. შუღლიაშვილი);

2. 2009 წლის 13 მარტის N 14 კომისიის სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                      ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     ზ. ნონიკაშვილი  

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     კ. კვიტაიშვილი 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები