შპს ”მაქსტელის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2009
მიღების თარიღი მარტი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ხოლო ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების (ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;) შეცვლის შემთხვევაში, კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელმა” კომისიას მიმართა განცხადებით( 26.02.2009წ.) და წარმოუდგინა 2009 წლის 24 თებერვლის № 5 პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილებები შპს „მაქსტელის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ შპს ”მაქსტელის” პარტნიორთა რიგებიდან გავიდა 50% წილის მესაკუთრე ელვარა ხარატიშვილი და კომპანიის საწესდებო კაპიტალის 100% -ის მფლობელად განისაზღვრა ეთერ აბრამიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაქსტელს” კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია 2006 წლის 22 ივნისს და 2007 წლის 4 მაისს ადგილობრივ, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებებზე და ინტერნეტით მომსახურებაზე, ასევე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებს №№ N31, N 46, N 143.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში და შპს ”მაქსტელის” 100% წილის მესაკუთრედ განისაზღვროს ეთერ აბრამიშვილი.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
