წვდომის მენიუ

შპს ”ფაივ ლაინს პროდაქშენის” №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 136 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2009

მიღების თარიღი მარტი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№7/29-09) მიმართა შპს ,,ფაივ ლაინს ფროდაქშენმა” და მოითხოვა მისი კუთვნილი №B11 ლიცენზიით (კერძო საეთერო რადიომაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა) განსაზღვრული სამაუწყებლო სიხშირის FM93,8 მჰც შეცვლა კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით, ხელმისაწვდომობის ფარგლების გაზრდის უზრუნველსაყოფად.

    განცხადებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის  თანახმად  შპს ”ფაივ ლაინს ფროდაქშენის” №B11 ლიცენზიის შესაბამისად, ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნებით, ლიცენზიის მფლობელს 93.8 მჰც სიხშირის ნაცვლად, შესაძლებელია მიენიჭოს ქ. თბილისში ამჟამად არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან - 93.9 მჰც სიხშირე.

შესაბამისად, შპს ”ფაივ ლაინს ფროდაქშენის” განცხადების საფუძველზე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2009 წლის  6 თებერვალს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ფაივ ლაინს ფროდაქშენის” №B11 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

კომისიის 2009 წლის 6 თებერვლის №52/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2009 წლის 6 მარტს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შპს ”ფაივ ლაინს ფროდაქშენის” გენერალური დირექტორი - მამუკა სააკაშვილი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიამ,  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ფაივ ლაინს ფროდაქშენის” №B11 კუთვნილი ლიცენზია და შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ.დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 93.9 მგჰც;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ.აროშიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,ფაივ ლაინს ფროდაქშენისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის განმცხადებლისათვის ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   ზ. ნონიკაშვილი 

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები