წვდომის მენიუ

შპს ”ტელეკომპანია მზის” №B15 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 137 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2009

მიღების თარიღი მარტი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზემ” კომისიას მიმართა განცხადებით, კომპანიის კუთვნილი №B15  ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზე” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) საეთერო ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია;

ბ) თანამგზავრული მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა  და ორბიტალური  სადგურებით.”

კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიის კერძო სპეციალიზებულ  (შემეცნებით-გასართობი) ლიცენზიად მოდიფიცირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზემ” 2008 წლის 23 ივლისს მიმართა კომისიას წერილით №6/1744-08 და აცნობა ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადის ეტაპობრივი ცვლილების შესახებ. კერძოდ, კომპანიამ აცნობა კომისიას, რომ ეტაპობრივად შემეცნებით-გასართობ არხად ყალიბდება და მოითხოვა კუთვნილი №B15 ლიცენზიის მოდიფიცირება სპეციალიზებულ ლიცენზიად.

2009 წლის 5 თებერვალს შპს ”ტელეკომპანია მზემ” განმეორებით მიმართა კომისიას წერილით №6/213-09 და მოითხოვა შპს ”ტელეკომპანია მზის” კუთვნილი №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარაო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

შპს ”ტელეკომპანია მზის” აზრით, კომისიის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება №279/22 ”ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე” არ ზღუდავს კომისიას მოახდინოს უკვე არსებული სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ”ტელეკომპანია მზე” არ ითხოვს ახალ ლიცენზიას, რაც ნამდვილად ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, არამედ ითხოვს უკვე არსებული ლიცენზიის მოდიფიცირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2008 წლის 22 მაისს მიიღო გადაწყვეტილება №279/22, სადაც აღნიშნულია, რომ კომისია ლიცენზიათა გაცემისას ვეღარ იხელმძღვანელებდა 2004 წლის 28 სექტემბერს, კომისიის №506/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებით, ვინაიდან გასული იყო მათი მოქმედების კანონით დადგენილი 2 წლიანი ვადა. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, ჩატარებულიყო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა, რის შემდგომაც, კომისიას შესაძლებლობა ექნებოდა განეხორციელებინა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები ახალი ლიცენზიის გაცემის თაობაზე, დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის ”ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე” 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილებით, კომისიას არ აუკრძალავს უკვე არსებული სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება, არამედ აღნიშნა, რომ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა, უკვე გაცემულ სამაუწყებლო ლიცენზიათა სახეობის შეცვლისა და ამ მიზნით ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების საკითხის საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად დარეგულირებასაც შეუწყობდა ხელს. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილებით, კომისიას, ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება  შეჩერებული ჰქონდა მხოლოდ ”სტუდია მაესტროს” 2008 წლის 8 აპრილის განცხადებაზე. მიუხედავად ამისა, ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის  მიერ 2008 წლის 27 ოქტომბერს დამტკიცებული მორიგების აქტის მე-3 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიის 2008 წლის 2 დეკემბრის №712/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა ”სტუდია მაესტროს” №B87 ლიცენზიის მოდიფიცირება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

შესაბამისად, შპს ”ტელეკომპანია მზის” განცხადების საფუძველზე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, 2009 წლის  6 თებერვალს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია მზის” №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

კომისიის 2009 წლის 6 თებერვლის №51/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2009 წლის 6 მარტს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შპს ”ტელეკომპანია მზის” იურისტი - სოფო ჩირგაძე.

კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ტელეკომპანია მზის” კუთვნილი №B15 ლიცენზია და შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შპს ,,მზე”-ს №26 ლიცენზია (მოქმედების ვადა 28.12.2012წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B15;

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით-გასართობი) ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) საეთერო ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია;

ბ) თანამგზავრული მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა  და ორბიტალური  სადგურებით.”

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,ტელეკომპანია მზისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის განმცხადებლისათვის ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები