წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 139 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2009

მიღების თარიღი მარტი 20, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2009 წლის 20 მარტის N 15 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-18 პუნქტისსაფუძველზე

გადაწყვიტა:

1. 2009 წლის 20 მარტის N 15 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი)

2. კომისიის 2009 წლის 20 მარტის N 15 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                              ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                      ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     ი. მოსეშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ზ. ნონიკაშვილი  
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები