წვდომის მენიუ

სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”მაქსტელკომს” შორის მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 141 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2009

მიღების თარიღი მარტი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 6 თებერვლის N30/22 გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, შპს ”მაქსტელკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  2008 წლის 19 დეკემბრის N6/2899-08 განცხადებაზე, მხარეთა შორის  2008 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული N08-03 ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც,  მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „მაქსტელკომი“ იღებს  ვალდებულებას სრულად დაფაროს სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ წინაშე არსებული დავალიანება, ურთიერთშედარების აქტით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში დამატებით შემოსულია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ და შპს „მაქსტელის“ განცხადებები (24.02.2009 N6/554-09; 24.02.2009 N6/554-09), თანდართული, მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტით N09-01, სადაც შპს „მაქსტელკომი“-ს მიერ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე 2009 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აღიარებულია დავალიანება 50,064.04 (ორმოცდაათი ათას სამოცდაოთხი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის ოდენობით. კომისიაში წარმოდგენილი განცხადებებით, მხარეებმა მოითხოვეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, მორიგების დამტკიცება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება, ხოლო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება.

კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა მხარეთა შორის 2009 წლის 17 თებერვალს შედგენილი მორიგების აქტი N09-01 და გამოარკვია, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია მორიგების აქტის დამტკიცება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად, გადაწყვიტა

გადაწყვიტა:

1.დამტკიცდეს სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „მაქსტელს“ შორის გაფორმებული მორიგება შემდეგი პირობებით:

ა) შპს „მაქსტელკომი” სრულად დაფარავს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე არსებულ აღიარებულ დავალიანებას 50,064.04 (ორმოცდაათი ათას სამოცდაოთხი ლარი და ოთხი თეთრი) ლარს, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2009 წლის 20 თებერვლამდე – 5,000 ლარი;

2009 წლის 15 მარტამდე    –    14,000 ლარი;

2009 წლის 15 აპრილამდე   –  14,000 ლარი;

2009 წლის 15 მაისამდე       - 17,064.04 ლარი;     

ბ) შპს „მაქსტელკომის” მხრიდან გრაფიკის პირობების დაარღვევის შემთხვევაში სს „გაერთიანებული ტელეკომი“ უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს მისგან დავალიანების სრულად დაფარვა, ხოლო შპს „მაქსტელკომი” თავის მხრივ ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ და სრულად დაფაროს დავალიანება.  

გ) ამასთან ერთად, შპს „მაქსტელკომი” უზრუნველყოფს 2009 წლის 1 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში სს \"გაერთიანებული ტელეკომის\" მიერ მისთვის გაწეული მომსახურებების ღირებულების მიმდინარე გადასახდელის გადახდას საანგარიშსწორებო პერიოდის შემდეგი თვის 25 რიცხვამდე.

დ) სს “გაერთიანებული ტელეკომი” უფლებამოსილია N09-01 მორიგების აქტის რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში შეუწყვიტოს შპს „მაქსტელკომს” ყველა სახის მომსახურების მიწოდება, ხოლო ურთიერთჩართვა შეუჩეროს.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების სს „გაერთიანებული ტელეკომისა“ და შპს „მაქსტელკომი“-სთვის გადაგზავნა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის წევრი

სხდომის თავმჯდომარე                                                      ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     კ.კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                             ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები