შპს „ახალი ქსელები“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2009
მიღების თარიღი მარტი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 20 იანვრის №20/8 გადაწყვეტილებით შპს ”ახალი ქსელები” გამოცხადდა გამარჯვებულად სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, კერძოდ, 13XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”ახალ ქსელებს”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (22,000.00 - ოცდაორი ათასი) 30%-ს 6,600.00 – (ექვსი ათას ექვსასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,000.00 (ორი ათასი) ლარი ანუ 4,600.00 (ოთხი ათას ექვსასი) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2009 წლის 1 მარტამდე გადახდის წესი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% ანუ 4600.00 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ახალ ქსელებს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N146 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 13XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 20 თებერვლამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (22,000.00 - ოცდაორი ათასი) დარჩენილი 70%-ის (15,400.00 - თხუთმეტი ათას ოთხასი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (15,400.00 - თხუთმეტი ათას ოთხასი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1283,33 ლარი - 2009 წლის 20 აპრილამდე;
1283,33 ლარი - 2009 წლის 20 მაისამდე;
1283,33 ლარი - 2009 წლის 20 ივნისამდე;
1283,33 ლარი - 2009 წლის 20 ივლისამდე;
1283,33 ლარი - 2009 წლის 20 აგვისტომდე;
1283,33 ლარი - 2009 წლის 20 სექტემბრამდე;
1283,33 ლარი - 2009 წლის 20 ოქტომბრამდე;
1283,33 ლარი - 2009 წლის 20 ნოემბრამდე;
1283,33 ლარი - 2009 წლის 20 დეკემბრამდე;
1283,33 ლარი - 2010 წლის 20 იანვრამდე;
1283,33 ლარი - 2010 წლის 20 თებერვლამდე;
1283,37 ლარი - 2010 წლის 20 მარტამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ახალი ქსელები”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრი
სხდომის თავმჯდომარე ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
