წვდომის მენიუ

შპს ”სტვ-7”-ს სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის შესახებ

ნომერი: 144 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2009

მიღების თარიღი მარტი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ხოლო ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს  ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების (ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; იურიდიული პირისათვის – სა­ფირ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივი ფორ­მა, ად­გილ­სამ­ყო­ფელი (იუ­რი­დი­ული მი­სა­მართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაზე უფ­ლე­ბამო­სი­ლი პი­რის სა­ხელი და გვარი;) შეცვლის შემთხვევაში, კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტვ-7”-მა კომისიას მიმართა განცხადებით( 11.02.2009წ.) და წარმოუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 11 იანვრის № 14189/006-5ა/4-4558 შპს და 2007 წლის 26 აპრილის  № 10133/006-5ა/4-4559 შპს ბრძანებები, რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილებები შპს „სტვ-7“-ს სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ   შპს ”სტვ-7”-ს პარტნიორებმა გიორგი ჩხეიძემ 50% წილის მფლობელმა და მურმან შელიამ 50% წილის მფლობელმა, კუთვნილი წილები სრულად დაუთმეს საზოგადოების ახალ პარტნიორს დავით წერეთელს. დავით წერეთელი ასევე დაინიშნა შპს ”სტვ-7”-ს დირექტორად ნაცვლად ივანე ნიკოლაიშვილისა.

კომისიაში ასევე წარმოდგენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 100% წილის მფლობელი დავით წერეთლის 2009 წლის 27 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული დასტური შპს ”სტვ-7”-ს 51% წილის ჯონდო გიგანის სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტვ-7”-ს კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია 2006 წლის 25  მაისს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში და შპს „სტვ-7“-ს დირექტორად ნაცვლად ივანე ნიკოლაიშვილისა განისაზღვროს დავით წერეთელი;

2. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში და შპს „სტვ-7“-ს           51% წილის მესაკუთრედ განისაზღვროს ჯონდო გიგანი, ხოლო 49% წილის მესაკუთრედ განისაზღვროს - დავით წერეთელი;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                              ს. ბრიტანჩუკი                         

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                      ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     ი. მოსეშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ზ. ნონიკაშვილი  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები