წვდომის მენიუ

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 150 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2009

მიღების თარიღი მარტი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა” (რეგისტრირებული ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ,   №01/04-1314, 12.04.2000), კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/71-09; 06.03.09), ქ.ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (156-157 მჰც) სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია საზღვაო ხომალდებსა და სანაპირო რადიოსადგურებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს  შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს” ერთი წლის ვადით სიხშირეები 156.300 მჰც, 156.400 მჰც, 156.450 მჰც, 156.500 მჰც, 156.550 მჰც, 156.600 მჰც 156.800 მჰც, 156.375 მჰც, 156.425 მჰც, 156.475 მჰც, 156.525 მჰც, 156.575 მჰც, 156.650 მჰც, 156.700 მჰც, 156.750 მჰც, 156.625 მჰც, 156.725 მჰც, 156.675 მჰც ქ.ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის”  მინიჭებული სიხშირები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.      გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის”    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები