წვდომის მენიუ

შპს “ორბისთვის - უძრავი და მოძრავი ქონების დაცვა“ სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 151 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2009

მიღების თარიღი მარტი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ორბმა - უძრავი და მოძრავი ქონების დაცვა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სკ. № 202455066) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/59-09; 20.02.09) ქ.თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიეაზე (დაცვითი საქმიანობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “ორბს - უძრავი და მოძრავი ქონების დაცვა” ერთი წლის ვადით 163.875 მჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “ორბისთვის - ურავი და მოძრავი ქონების დაცვა” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ორბისთვის - ურავი და მოძრავი ქონების დაცვა”   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ორბისთვის - ურავი და მოძრავი ქონების დაცვა”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები