სს ”გაერთიანებული ტელეკომსა” და შპს ”მაკროკომს” შორის დავაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების გადადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი იანვარი 27, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” განცხადებით მიმართა კომისიას, შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” იუწყება, რომ შპს ”მაკროკომს” 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 154 819.15 ლარის ოდენობით, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სასარგებლოდ. ამასთან, როგორც განმცხადებელი მხარე აღნიშნავს, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებული არ არის სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ შპს ”მაკროკომისთვის” 2008 წლის 31 ოქტომბრამდე დარიცხული საურავები და ჯარიმები.
მოთხოვნა:
კომისიამ სს ”გაერთიანებული ტელეკომს” მისცეს თანხმობა შეუჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა შპს ”მაკროკომს”, ამ უკანასკნელის მიერ განმცხადებელი მხარის მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვამდე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული განცხადება გადაეგზავნა შპს ”მაკროკომს” და ეცნობა მას, როგორც დაინტერესებულ მხარეს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული უფლებები.
აღნიშნულ საკითხზე, 2009 წლის 27 იანვარს, კომისიაში ჩატარდა სხდომა, რომელზეც მოხდა საქმის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან ლ.გიორგაძე, ხოლო შპს ”მაკროკომის” მხრიდან ლ. გელანტია და ე.მაისურაძე. აღნიშნულ სხდომაზე, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ წარმოდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ 2009 წლის 20 იანვრის მდგომარეობით ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ”მაკროკომს”, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 162 391.87 ლარის ოდენობით. თავის მხრივ, შპს ”მაკროკომმა” აღიარა აღნიშნული ვალი და იშუამდგომლა, სხდომის გადადების თაობაზე, რათა მხარეებს შორის მოხდეს შეთანხმება ვალის გადახდის პირობებსა და გრაფიკზე.
კომისია აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილი იქნება დაკმაყოფილდეს შპს ”მაკროკომის” შუამდგომლობა და მხარეებს მიეცეთ 10 კალენდარული დღე იმისათვის, რომ მოხდეს ზემოაღნიშნული ვალის გადახდის გრაფიკზე მხარეთა ურთიერთშეთანხმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდოს 2008 წლის 6 თებერვლისათვის;
2. სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”მაკროკომს” მიეცეთ 10 კალენდარული დღე სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სასარგებლოდ შპს ”მაკროკომის” მიერ აღიარებული დავალიანების (162 391.87 ლარის ოდენობით) გადახდის გრაფიკზე შესათანხმებლად;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
