წვდომის მენიუ

შპს „ვიტელ ჯორჯია“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 161 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2009

მიღების თარიღი მარტი 27, 2009

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 6 მარტის  №107/8 გადაწყვეტილებით შპს ”ვიტელ ჯორჯია” გამოცხადდა გამარჯვებულად სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, კერძოდ, 60XXX - 61XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ბათუმში;

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”ვიტელ ჯორჯიას”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (4200.00 - ოთხი ათას ორასი)  30%-ს 1260.00 (ათას ორას სამოცი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 400.00 (ოთხასი) ლარი ანუ 860.00 (რვაას სამოცი) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში,  2009 წლის 6 აპრილამდე  გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% ანუ 860.00 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N147 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 60XXX - 61XXX  (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 27 მარტამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (4200.00 - ოთხი ათას ორასი) დარჩენილი 70%-ის (2,940.00 - ორი ათას ცხრაას ორმოცი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,940.00 - ორი ათას ცხრაას ორმოცი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

245.00  ლარი    -   2009 წლის 27 აპრილამდე;

245.00  ლარი    -   2009 წლის 27 მაისამდე;

245.00  ლარი    -   2009 წლის 27 ივნისამდე;

245.00  ლარი    -   2009 წლის 27 ივლისამდე;

245.00  ლარი    -   2009 წლის 27 აგვისტომდე;

245.00  ლარი    -   2009 წლის 27 სექტემბრამდე;

245.00    ლარი  -   2009 წლის 27 ოქტომბრამდე;

245.00  ლარი    -   2009 წლის 27 ნოემბრამდე;

245.00  ლარი    -   2009 წლის 27 დეკემბრამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 27 იანვრამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 27 თებერვლამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 27 მარტამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ვიტელ ჯორჯიას”-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).   

კომისიის წევრი                                                                     კ.კვიტაიშვილი

                        კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

                        კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

                        კომისიის წევრის

                        მოვალეობის შემსრულებელი                                             ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები