წვდომის მენიუ

შპს “კოლხეთი 89-ის” NB24 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 163 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2009

მიღების თარიღი მარტი 27, 2009

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 03 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს “კოლხეთი 89”-მ (№7/430-08), მისთვის №B24  ლიცნზიით მინიჭებული მე-4 მეტრული არხის დეციმეტრული არხით შეცვლის მოთხოვნით ქ. ჩხოროწყუში. კომისია აღნიშნავს, რომ შპს“კოლხეთი 89-ის” კუთვნილი ლიცენზია NB24 ითვალისწინებს (მოქმედების ვადა 17.09.2009 წ.) კერძო საერთო ტელემაუწყებლობას.

     შპს ”კოლხეთი 89-ის” ცნობით, ქ. ჩხოროწყუში, სადაც აღნიშნული კომპანია მაუწყებლობს, ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა არხის ჩვენების ხარისხი, რაც გამოწვეულია მეზობელი რაიონების ტელესადგურებიდან შემოსული ძლიერი სიგნალებით, აგრეთვე ადგილობრივი სადგურის ამორტიზაციით. კომპანიის ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა სერიოზული პრობლემები რაიონის ტერიტორიის დაფარვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კოლხეთი-89” ითხოვს, მისთვის  ლიცენზიით მინიჭებულ მეტრულ ტალღათა დიაპაზონის მე-4 სატელევიზიო არხის შეცვლას დეციმეტრული 47-ე არხით, ასევე, რადგანაც  50 ვტ საკმარისი არ არის ლიცენზიის სამოქმედო ზონის დასაფარად და ამიტომ გადამცემის არსებული სამოქმედო ზონის შენარჩუნების მიზნით, სიმძლავრე უნდა გაიზარდოს 500 ვტ-მდე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

შესაბამისად, შპს ,,კოლხეთი 89-ის” განცხადების საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2009 წლის 13 მარტს, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კოლხეთი 89-ის” №B24 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზეპირი მოსმენის სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 13 მარტს.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გაირკვა, რომ შპს ტელეკომპანია ,,კოლხეთი 89”-ის მაუწყებლობის არეალში, არსებობს სასარგებლო სიგნალის საგრძნობლად დაბალი დონეები, რომელთა გაზრდაც შეუძლებელია, ვინაიდან სატელევიზიო გადამცემის (50ვტ) სიმძლავრის მომატებით იგივე მე-4 მეტრულ არხზე, წარმოიქმნება რადიოხელშეშლები ზუგდიდში მოქმედი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო სიგნალების მიმართ. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ანალოგიური სატელევიზიო მაუწყებლობიდან გადასვლა ციფრულ მაუწყებლობაზე. არსებული სტანდარტების მიხედვით მეტრულ მე-6 არხამდე სატელევიზიო დიაპაზონი არ იქნება გამოყენებული ციფრული მაუწყებლობისთვის, ამიტომ ეტაპობრივად მოხდება მე-6-მდე არსებული ტელეარხების გადაყვანა ზედა მეტრულ ან დეციმეტრულ დიაპაზონებში. პირველ ეტაპზე, მიზანშეწონილი იქნება მე-4 და მე-5 არხების გამოთავისუფლება, ვინაიდან აღნიშნული არხების შესაბამისი სიხშირული დიაპაზონები განკუთვნილია FM დიაპაზონის რადიომაუწყებლობისათვის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიის მონაცემთა ბაზაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსის  მიხედვით, შესაძლებელია შპს  ,,კოლხეთი-89-ის” მე-4 მეტრული არხის ნაცვლად გამოყენებულ  იქნას დეციმეტრული დიაპაზონის 47-ე სატელევიზიო არხი. ამასთან, დეპარტამენტის განმარტებით, 50 ვტ საკმარისი არ იქნება   ლიცენზიის სამოქმედო ზონის დასაფარად, ამიტომ გადამცემის არსებული სამოქმედო ზონის შენარჩუნების მიზნით, სიმძლავრე უნდა გაიზარდოს 500 ვტ-მდე. აღნიშნულის რეალიზაციის შემთხვევაში, სახეზე იქნება  სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის ზრდა 689. 49 ლარის ოდენობით, რაზეც თანხმობა უნდა განაცხადოს   შპს ,,კოლხეთი 89”-ის წარმომადგენლებმა. ამავე დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად,  ლიცენზიის იმდაგვარი მოდიფიცირებისას, რომელიც ცვლის ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის” დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობის რომელიმე კოეფიციენტს, საჭიროა გადაანგარიშდეს აღნიშნულ კოეფიციენტებს შორის სხვაობით გამოწვეული ცვლილება, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობაში. კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,კოლხეთი 89”-თან დაკავშირებით, მოდიფიცირებით იცვლება KP კოეფიციენტი, ამავე დებულების მე-3 დანართის შესაბამისად, 0,52-დან 1.00-მდე.

  კომისიამ, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,კოლხეთი-89”-ის №B24 კერძო  საერთო  ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ სამაუწყებლო სიხშირის 50 ვტ-დან  500 ვტ-მდე გაზრდა იწვევს სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის ზრდას 689. 49 (ექვსას ოთხმოცდაცხრა და ორმოცდაცხრა) ლარით. კომისია მიიჩნევს, რომ  სალიცენზიო გადასახდელის ეს თანხა  689.49 (ექვსას ოთხმოცდაცხრა და ორმოცდაცხრა) ლარი, განმცხადებლის მიერ გადახდილ უნდა იქნას გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში. განმცხადებელმა თანხმობა განაცხადა სალიცენზიო გადასახდელის სამი თვის ვადაში დაფარვის თაობაზე.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირებულ იქნას შპს ,,კოლხეთი 89” №B24  ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,ლიცენზიის სახე:  საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების ზონა:

ტელემაუწყებლობა  47-ე დეციმეტრულ არხზე 500ვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. ჩხოროწყუ.”

2. სალიცენზიო გადასახდელის -  689.49 (ექვსას ოთხმოცდაცხრა და ორმოცდაცხრა) ლარის გადახდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღებიდან, სამი თვის ვადაში - 2009 წლის  29 ივნისამე, შემდეგი გრაფიკისა  და რეკვიზიტების მიხედვით:

            მიმღები:                             ხაზინის ერთიანი ანგარიში

             ანგარიშის №                      200122900

            ბანკი:                                   სახელმწიფო ხაზინა

            კოდი:                                  220101222

            სახაზინო ქვეანგარიში:    300423062

            დანიშნულება                     სალიცენზიო გადასახდელი

            229, 83 ლარი - 2009 წლის 29 აპრილამდე;

            229, 83 ლარი - 2009 წლის 29 მაისამდე;

            229, 83 ლარი -  2009 წლის 29 ივნისამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ),, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,კოლხეთი 89-ისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება (ნ. ჯანელიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი) და საფინანსო დეპარტამენტის უფროსს (ი. აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარის       

მოვალეობის შემსრულებელი                             . ბრიტანჩუკი                                                  

კომისიის წევრები:                                                . სიხარულიძე              

                                                                               . კვიტაიშვილი

                                                                                  . მოსეშვილი                                      

                                                                               . ნონიკაშვილი                                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები