წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 167 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2009

მიღების თარიღი მარტი 31, 2009

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 31 მარტის N 17 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. 2009 წლის 31 მარტის N 17 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 9 (ცხრა) საკითხი:

ა) საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

ბ) სს ”საქართველოს ბანკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს ”ბომბორასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) შპს უსაფრთხოების სამსახური ”კასკადისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) ვშპს ”დეტექტორისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) შპს ”აზიმუტისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ზ) შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

თ) შპს ”ბენიმასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ი) შპს ”არგო-2”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

2. კომისიის 2009 წლის 31 მარტის N 17 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                              ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                     ი. მოსეშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ზ. ნონიკაშვილი   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები