წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს ტელეკომს” და შპს ”მაგთიკომს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N53 ლიცენზიის სრულად და №N21 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ

ნომერი: 168 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2009

მიღების თარიღი მარტი 31, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”საქართეველოს ტელეკომმა” (26.03.2009 №6/771-09) და წარმოუდგინა შპს ”მაგთიკომ”-თან 2009 წლის 26 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით მთლიანად და ნაწილობრივი გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”საქართეველოს ტელეკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N53-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”მაგთიკომ”-ისათვის სრულად, ხოლო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N21-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ნაწილობრივ გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”საქართეველოს ტელეკომი”, შპს ”მაგთიკომ”-ს ლიცენზია №N53-დან გამომდინარე გადასცემს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსს ქ.თბილისში 44XXXX (სულ 10000 ათი ათასი სააბონენტო ნომერი), ხოლო ლიცენზია №N21-დან გამომდინარე სამნიშნა ნუმერაციის რესურსს 8-1-0 (რვა-ერთი-ნული).

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართეველოს ტელეკომი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N53 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 44XXXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.02.2019 წ- მდე ;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ხოლო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N21 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-0 (რვა-ერთი-ნული) და 0-0-7 (ნული-ნული-შვიდი);

ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 16 ივლისის №351/6 გადაწყვეტილების შესაბამისად;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 29 აპრილამდე;

დ)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ტელეკომი”-ს მიერ სრულად იქნა დაფარული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, გათვალისწინებული კომისიის 2004 წლის 16 ივლისის №351/6 გადაწყვეტილებით.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილობრივი და მთლიანი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N53 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”, ხოლო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N21 ლიცენზიას  გამოეყოს ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი 8-1-0 (რვა-ერთი-ნული), მფლობელად განისაზღვროს  შპს ”მაგთიკომი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N53 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”;

2. შპს ”მაგთიკომი”-ს №N53 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 44XXXX (სულ ათი ათასი სააბონენტო ნომერი);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.02.2019 წ- მდე ;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N21 ლიცენზიას გამოეყოს ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი 8-1-0 (რვა-ერთი-ნული), მიენიჭოს №N148, მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-0 (რვა-ერთი-ნული);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 29 აპრილამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N21 ლიცენზიას მიენოჭოს №N149, მფლობელად განისაზღვროს შპს ”საქართველოს ტელეკომი”  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 0-0-7 (ნული-ნული-შვიდი);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 29 აპრილამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”საქართეველოს ტელეკომი”და შპს ”მაგთიკომ”-ისთვის ჩაბარების დღიდან.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                     ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრები:                                                                                   

ზ.ნონიკაშვილი

კ.კვიტაიშვილი

ი.მოსაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები