წვდომის მენიუ

შპს ”ბენიმასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 176 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2009

მიღების თარიღი მარტი 31, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ბენიმამ” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №212747624) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/78-09; 11.03.09) ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე  ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის)  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ბენიმას” ერთი წლის ვადით 158.200 მჰც და 163.600 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) სიხშირეები ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე  ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ბენიმასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ბენიმასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ბენიმასთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები