საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის №742/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2009
მიღების თარიღი იანვარი 27, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 19 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №742/2, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში სიტყვები: ”საეთერო რადიომაუწყებლობის” ნაცვლად უნდა იყოს ”კერძო რადიომაუწყებლობა”, ხოლო ამავე პუნქტში სიტყვები ”საერთო მაუწყებლობის” ნაცვლად უნდა იყოს ”სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა”.
”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს 2008 წლის 19 დეკემბრის №742/2 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში სიტყვები: ”საეთერო რადიომაუწყებლობა” შეიცვალოს სიტყვებით - ”კერძო რადიომაუწყებლობა”, ხოლო ამავე პუნქტში სიტყვები ”საერთო მაუწყებლობა”, შეიცვალოს სიტყვებით: ”სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა”.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
