წვდომის მენიუ

შპს “მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F41 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის 540/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 180 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2009

მიღების თარიღი აპრილი 03, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით (06.03.2009 N6/614-09) მიმართა შპს ”მაგთიკომმა”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის მოდიფიცირების  მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3410.0 მჰც ÷ 3431.0 მჰც და 3510.0 მჰც ÷ 3531.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად;  

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 იანვრამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2007 წლის 12 იანვრიდან 1(ერთი) წელი;

ე) 2007 წლის 12 იანვრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი;

რეგიონი  2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი  3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის  რაიონები;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

            შპს „მაგთიკომი“-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ლიცენზიით განსაზღვრულ სიხშირების გამოყენებით უზრუნველყოფს ქსელს, რომელიც შეესაბამება 802.16 სტანდარტს და წარმოადგენს ე.წ. მობილურ ვაიმაქსს. ამავე დროს, 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა” აღნიშნული სიხშირული დიაპაზონის განაწილებას ითვალისწინებს „მოძრავი“ სამსახურებისთვის, ხოლო გამოყენებას „წერტილი-მრავალწერტილისთვის“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის მოდიფიცირებას შემდეგი რედაქციით:

„რადიოსიხშირული სპექტრი: 3410.0 მჰც ÷ 3431.0 მჰც და 3510.0 მჰც ÷ 3531.0 სიხშირული ზოლები მობილური საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველსაყოფად“.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესაძლებელია განხორციელდეს შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის მოდიფიცირება, ისეთი სახით, რომ სიხშირული ზოლებით (3410.0 მჰც ÷ 3431.0 მჰც და 3510.0 მჰც ÷ 3531.0მჰც) ფუნქციონირება განსაზღვრულ იქნას კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით” გათვალისწინებული განაწილებისა და გამოყენების ცხრილების მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა”, 3410 – 3605 მჰც სიხშირული დიაპაზონის განაწილებას ითვალისწინებს შემდეგი მომსახურებისთვის: ფიქსირებული, ფიქსირებული თანამგზავრული (კოსმოსი დედამიწა), მოძრავი, სამოყვარულო და რადიოსალოკაციო, ხოლო გამოყენებას „წერტილი მრავალწერტილისთვის“. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შესაძლებელია შპს „მაგთიკომი“-ს განცხადების საფუძველზე, განხორციელდეს შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის მოდიფიცირება იმგვარად, რომ შპს „მაგთიკომს“ შესაძლებლობა მიეცეს გამოიყენოს ლიცენზიით გათვალისწინებული 3410.0 მჰც ÷ 3431.0 მჰც და 3510.0 მჰც ÷ 3531.0 სიხშირული ზოლები არა მხოლოდ ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, არამედ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად  და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომს“ კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია შემდეგი სახის მომსახურებებზე: 1.ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება: ა) ქსელით უზრუნველყოფა ბ) მომსახურების მიწოდება; 2. საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება: ა) ქსელით უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მიწოდება 3. საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება: ა) ქსელით უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მიწოდება; 4. ინტერნეტით მომსახურება: ა) ქსელით უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მიწოდება; 5. მობილური საკომუნიკაციო მომსახურება: ა) ქსელით უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მიწოდება. 6. სამაუწყებლო მომსახურება: ა) ტელე-რადიო სამაუწყებლო ქსელით უზრუნველყოფა;

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასა” და საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, შპს „მაგთიკომს“ დაეკისროს ვალდებულება უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიით გათვალისიწნებული საქმიანობის შესაბამისაობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასთან”.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის,  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმისა” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება სს “ტელენეტსა” და შპს “მაგთიკომს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის 540/5 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

 ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3410.0 მჰც ÷ 3431.0 მჰც და 3510.0 მჰც ÷ 3531.0 მჰც სიხშირული ზოლები კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, ავტორიზებული საქმიანობისთვის;  

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 იანვრამდე;

გ) 2007 წლის 12 იანვრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი;

რეგიონი  2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი  3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის  რაიონები;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

დ) უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასა” და საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ლიცენზიით გათვალისიწნებული საქმიანობის შესაბამისაობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასთან”.

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა. 

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”მაგთიკომი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი                                                                                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები