საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 20 სხდომის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2009
მიღების თარიღი აპრილი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 10 აპრილისათვის დანიშნული კომისიის სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო, არ გამართულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №20 სხდომა 2009 წლის 16 აპრილს, 16:00 საათზე;
2. კომისიის №20 სხდომის დღის წესრიგის პროექტი გამოქვეყნდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღესვე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
