საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 13 მარტის №138/23 გადაწყვეტლებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების ახალი თარიღის განსაზღვრის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2009
მიღების თარიღი აპრილი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 13 მარტს კომისიამ მიიღო №138/23 გადაწყვეტლება, შპს ”მეცხრე არხის” №B80 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რომელის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკითხის თაობაზე ზეპირი მოსმენა უნდა გამართულიყო 2009 წლის 17 აპრილის 16.00 საათზე.
გამომდინარე იქედან, რომ 2009 წლის 17 აპრილი არის უქმე დღე, თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსის მე-19 მუხლისა, საჭიროა ზეპირი მოსმენის სხდომის სხვა დღეს ჩატარება. კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, ზეპირი მოსმენის ხდომა 2009 წლის 17 აპრილის 16.00 საათის ნაცვლად, გაიმართოს ამავე წლის 16 აპრილს, 12 საათზე, რის თაობაზეც საჭიროა სათანადო ცნობის გამოქვეყნება საჯარო გაცნობისათვის დღესვე, ასევე განმცხადებელისათვის ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით, აგრეთვე ცვლილების შეტანა კომისიის 2009 წლის 13 მარტის №138/23 გადაწყვეტლების მე-2 პუნქტში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ იზღუდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლით გარანტირებული ყველას უფლება, წარადგინონ თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის მე-19 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე, 63-ე მუხლების, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 13 მარტის №138/23 გადაწყვეტლების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
” 2. შპს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” №B80 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხზე, ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 16 აპრილს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 24 აპრილს 16:00 საათზე.”
2. კომისიის 2009 წლის 13 მარტის №138/23 გადაწყვეტლების საფუძველზე კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში, შევიდეს ცვლილება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად; ცნობა, ასევე გამოქვეყნდეს კომისიის პირველი სართულის ფოიეში,განცხადებათა სტენდზე;
3. ეცნობოს განმცხადებელს ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, დაზღვეული საფოსტო გზავნილით;
4. ეს გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ი. მოსეშვილი
