წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ისთვის რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 187 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009

მიღების თარიღი აპრილი 16, 2009

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”- მა კომისიას  მიმართა განცხადებით №328-09,06.03.09, (შემოსული №7/73-09,09.03.09) ქ.ბათუმში, სტუდიიდან (რუსთაველის ქ.), სატელევიზიო ანძამდე, ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” ფლობს საეთერო ტელემაუწყებლობის   ლიცენზიას № B9  (ვადა 18.11.2015) და საერთო ტელემაუწყებლობას ახორციელებს აღნიშნული ლიცენზიის პირობების შესაბამისად საქართველოს 31 ქალაქში, მათ შორის ქ.ბათუმში, მეტრული დიაპაზონის მესამე სატელევიზიო არხზე, 5კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

       ქ.ბათუმში, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ, სტუდიიდან (რუსთაველის ქ.) სატელევიზიო ანძამდე, ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, კომისიის მიერ წინასწარ შერჩეულ იქნა სიხშირე  10104მჰც ± 14 მჰც.  აღნიშნული სიხშირის გამოყენების შესახებ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა კომისიას მიმართა თანხმობის წერილით №500-09 (შემოსული №7/108-09, 31.03.09.).     

         სიხშირე გათვალისწინებულია აღნიშნულ მონაკვეთზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ  კენჭისყრის  შედეგად  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს   რადიოსარელეო სიხშირე 10104მჰც ± 14 მჰც, ქ.ბათუმში, სტუდიიდან (რუსთაველის ქ.),  სატელევიზიო ანძამდე, ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 18.11.2015);  

2. აღირიცხოს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს   (ს.შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის    ჩაბარებისთანავე.   

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                      ს.ბრიტანჩუკი                                                             

კომისიის     წევრის                                                                           

მოვალეობის შემსრულებელი                                                      ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                            კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                            ა.სიხარულიძე                                                                        

კომისიის    წევრი                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები