ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2009
მიღების თარიღი აპრილი 16, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანმა კლინიკურმა საავადმყოფომ ”რესპუბლიკამ” (რეგისტრირებული ქ.ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 219998705) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/82-09; 17.03.09) ქ. ზუგდიდში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოს ”რესპუბლიკას” ერთი წლის ვადით 406.275 მჰც და 411.275 მჰც სიხშირეები ქ. ზუგდიდში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
