საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2009
მიღების თარიღი იანვარი 27, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:
ა) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”5.3. წამყვანი სპეციალისტი - 1 – 15 – 15”;
ბ) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”5.4. სპეციალისტი - 2 – 10 – 20”.
გ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 785.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.435.00-ით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
