შპს “ბეტასთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 28 ნოემბრის № 707/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2009
მიღების თარიღი აპრილი 16, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ბეტამ” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ №205023767) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/110-09; 01.04.09) ქ. თბილისში და ქ.მცხეთაში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში 154.675 მჰც, 156.000 მჰც და 413.350 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის 28 ნოემბრის № 707/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნას შპს „ბეტასთვის” ქ. თბილისში და ქ. მცხეთაში 154.675 მჰც, 156.000 მჰც და 413.350 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2008 წლის 28 ნოემბრის № 707/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბეტასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
