შპს „აია +“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009
მიღების თარიღი აპრილი 24, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”აია +”მა (30.03.2009 №7/104-09) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”აია +”-ს, კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის №72/13 გადაწყვეტილებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, მინიჭებული აქვს 2.6 - 2.7 გგჰც სიხშირული ზოლი ქ.ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის რაიონებში N 1441 ლიცენზიის მოქმედების ვადით (05.01.2015);
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
”საკაბელო სატრანზიტო მაუწყებლობისათვის შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული რადიოსიხშირეების მფლობელებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხის მომზადების და შპს ”აიეტი” N1 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №178/2 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”აია +”-ს ეცნობა, რომ მის მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში მიეცემოდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აია+“-ს 2005 წლის 1 ნოემბერს გავლილი აქვს კომისიაში ავტორიზაცია (ავტორიზაციის მოწმობა N34/1). ამავე დროს, კომპანიის მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 ლარი, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „აია +“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F71 ლიცენზია შპს ”აია +” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2.6 - 2.7 გგჰც სიხშირული ზოლი ქ.ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის რაიონებში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 24.04.2019;
გ) უზრუნველყოს შპს ”აია +”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
დ) უზრუნველყოს შპს „აია +“-მ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასა” და საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ლიცენზიით გათვალისიწნებული საქმიანობის შესაბამისაობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასთან”.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (ნ.ლორთქიფანიძე; რ.ქურდაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „აია+“-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
